ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო,
გილოცავთ დამდეგ 2026 წელსა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულით გაჯერებულ დღეებს, ხვავსა და ბარაქას. დაე, მომავალი წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს წარმატებისა და წინსვლის საწინდარი, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.
ჩვენი ფაკულტეტის ძლიერება და განვითარება მთლიანად უნივერსიტეტის წარმატების საფუძველია, რაც ჩვენთვის დიდი პატივიც არის და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაც. დაე, 2026 წელი ყოფილიყოს ახალი იდეების ხორცშესხმის, აკადემიური სიმაღლეების დაპყრობისა და საერთო წარმატების წელი.
მშვიდობის, კეთილდღეობისა და წინსვლის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
პატივისცემით,
პეტრე ბაბილუა
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
